რეზონანსი
20.03.2026

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტი 15%-ით შემცირდა - ამის შესახებ ირკვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის პირველ ორ თვეში საქართველოში განხორციელებულმა იმპორტმა 2.937 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, 2026 წლის იმავე პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2.486 მილიარდ აშშ დოლარს აღწევდა.

რომელ საკვებ პროდუქტებს ყიდულობს საქართველო ირანიდან?

აღსანიშნავია, რომ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყნებს შორის მიმდინარე წელს ირანი მე-13 ადგილზე იყო. კერძოდ, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ირანიდან 40.356 მლნ აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა.

„ბიზნესპრესნუსი“ დაინტერესდა, რა საკვები პროდუქტები შემოვიდა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ირანიდან:

ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 1.234 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;

ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები - 1.119 მლნ აშშ დოლარის ღირებულების;

კიტრი და კორნიშონი - 737.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;

რძე და ნაღები, შესქელებული ან შაქრის დამატებით - 391.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;

მარილი - 297.9 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;

სალათა და ვარდკაჭაჭა - 281.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;

ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი - 263.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;

პომიდორი, ახალი ან შეყინული - 214.5 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;

საფუარი, მზა საცხობი ფხვნილები - 176.7 ათასი აშშ დოლარის ღირებულების;

ყველი და ხაჭო - 118.1 ათასი აშშ დოლარის ღირებულების.

წყარო: „ბიზნესპრესნუსი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×