რეზონანსი
20.03.2026

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ბრიტანელ კოლეგა ივეტ კუპერთან სატელეფონო საუბარი გამართა. არაღჩიმ კუპერი გააფრთხილა, რომ დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზების გამოყენებაზე აშშ-ისთვის ნებართვის მიცემა „აგრესიაში მონაწილეობად“ ჩაითვლება. ინფორმაციას BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აბას არაღჩიმ საუბრისას განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ აშშ-ისთვის გაწეული ნებისმიერი დახმარება „სიტუაციის ესკალაციას“ გამოიწვევს.

არაღჩიმ დიდი ბრიტანეთი და სხვა ევროპული ქვეყნები აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან „აშკარა აგრესიის“ მიმართ  „მიკერძოებულ მიდგომაში“ დაადანაშაულა. 

გავრცელებული ინფორმაციით, არაღჩიმ ასევე გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთი ირანის სამხრეთ ფარსის გაზის საბადოებზე ისრაელის დარტყმების დაგმობის უგულებელყოფის გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×