რეზონანსი
21.03.2026

ირანში ჩვენი მიზნების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, რადგან ახლო აღმოსავლეთში ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი მასშტაბური სამხედრო ძალისხმევის შემცირებას განვიხილავთ“, - დაწერა დონალდ ტრაპმა Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების მიზნები დაასახელა. კერძოდ: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების დეგრადაცია, ირანის თავდაცვითი ინდუსტრიული ბაზის განადგურება, საზღვაო და საჰაერო ძალების ლიკვიდაცია. ასევე, მისი თქმით, აშშ-ის მიზანია, რომ ირანს ბირთვულ შესაძლებლობებთან მიახლოების საშუალება არასდროს მიეცეს და აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეები დაიცვას.

„ჰორმუზის სრუტე იმ ქვეყნებმა უნდა დაიცვან და გააკონტროლონ, რომლებიც მას იყენებენ - აშშ მას არ იყენებს. თხოვნის შემთხვევაში, ჩვენ ამ ქვეყნებს დავეხმარებით, მაგრამ ეს საჭირო აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება და რაც მთავარია, ეს მათთვის მარტივი სამხედრო ოპერაცია იქნება“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×