რეზონანსი
21.03.2026

პატრიარქები დაკრძალული არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდესი პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე, - განუცხადა ჟურნლისტებს სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმა, გიორგი ვაშალომიძემ.

მისივე თქმით, სიონის ტაძარში პატრიარქის საფლავის გაჭრის სამუშაოები დასრულდა.

„ხვალ სამების საკათედრო ტაძრიდან, მას შემდეგ, რაც იქ წირვა დასრულდება - იცით, რომ მას მიებმის წესის აგების მსახურება, აღნიშნულია შემდეგ მისი უწმინდესობის ცხედარს ჩამოაბრძანებენ სიონის საკათედრო ტაძარში და დაკრძალავენ იმ ადგილზე. რაც შეეხება ადგილს, არაერთხელ გახმოვანდა - საკურთხევლის გასწვრივ, კერძოდ, ამბიონთან. ეს განსაკუთრებული ადგილია ტაძარში. ეს გახლავთ ადგილი წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს, პორტაიტისას ასლს შორის და განსაკუთრებულია ამ კუთხითაც.

სიონში მეოცე საუკუნის 8 კათოლიკოს-პატრიარქია დაკრძალული - პატრიარქები, რომელთა სახელიც უკავშირდება ავტოკეფალიისთვის ბრძოლას. ისინი დაკრძალული არიან ტაძრის დარბაზად წოდებულ არეში, ხოლო უწმინდესი პატრიარქი დაიკრძალება უშუალოდ საკურთხეველთან, კანკელის ზღვარზე", - განაცხადა ტაძრის მღვდელმსახურმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×