რეზონანსი
21.03.2026

[ბიძინა ივანიშვილმა] პატრიარქი ჯერ გაანეიტრალა და ახლა საბოლოოდ გათავისუფლდა მისგან და ახლა ჩემი მოშორებაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის. ვერ ეღირსება!, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე" წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მისი მიყვანა იქნებოდა „ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი".

„პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ შეეშალა ხელი ჩემთვის პატრიარქთან გამომშვიდობებაში რაც მოვითხოვე, როგორც პატრიარქის სულიერმა შვილმა და ასევე პატრიარქის მონათლული ნიკუშას მამამ.

ჩემი მიყვანა მათი მხრიდან იქნებოდა ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი.

საერთოდ, სიმართლე ითქვას, ვისაც როგორც უნდა ეწყინოს, ორი ადამიანი აღიზიანებდა ყოველთვის ივანიშვილს ყველაზე მეტად, პატრიარქი, (რომელსაც შენობით მიმართავდა, ხელზე არასდროს მთხვევია და ყველანაირად უთხრიდა ძირს) და მე.

პატრიარქი ჯერ გაანეიტრალა და ახლა საბოლოოდ გათავისუფლდა მისგან და ახლა ჩემი მოშორებაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის. ვერ ეღირსება!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×