
„ოცნების" აშშ-თან „შეტენვის" ოპერაცია გრძელდება - ბუდაპეშტში კონსერვატორული კონფერენცია ტარდება, მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთში, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგუალავა სოციალურ ქსელში წერს.
როგორც უგულავა აღნიშნავს, „ორთა ბატონთა მსახურება არ გამოვა".
„ოცნების" აშშ-თან შეტენვის ოპერაცია გრძელდება. კობახიძე ამ მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში ჩავიდა. ალბათ ხვდებით, რომ ორბანს ის არჩევნებში ვერ დაეხმარება. სიმართლე ისაა, ბუდაპეშტში კონსერვატორული კონფერენცია ტარდება. (CPAC) მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთს. ბატონო ირაკლი, არ გამოვა ორთა ბატონთა მსახურება ან წელში გამართული იყავით, ან წაკუზული. სირცხვილია უბრალოდ, ფორმალურად ხომ მაინც პრემიერად იწოდებით და თქვენი თავფურცელის თავზე Georgia აწერია", - წერს გიგი უგულავა.