
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპული დემოკრატია კვდება წარუმატებელი ეკონომიკის, პოლიტიკური ცენზურის და იმის გამო, რომ ბრიუსელს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ქსელი, რომელიც ონლაინ სივრცეში ცენზურას აწესებენ.
„მეგობრებო, გულახდილად ვისაუბროთ - ევროპული დემოკრატია კვდება. კვდება მისი წარუმატებელი ეკონომიკის, პოლიტიკური ცენზურის და იმის გამო, რომ ბრიუსელს აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების მთელი ქსელი, რომელიც ონლაინ სივრცეში ცენზურას აწესებენ. დემოკრატია კვდება, ვინაიდან ბრიუსელი პირდაპირ ერევა სახელმწიფოთა არჩევნებში და აფინანსებს ფედერალისტურ ძალებს. სწორედ ეს ხდება ახლა უნგრეთში, აპრილის არჩევნების წინ. ისინი ღიად ითხოვენ, რომ უნგრეთს ბრიუსელის მომხრე და პროუკრაინული მთავრობა ჰყავდეს.
ეს არ მოხდება. უნგრეთი, 16 წელია, ევროკავშირში ეროვნული ძალების ყველაზე ძლიერი ციხესიმაგრეა. პროგრესული ძალების ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება თუკი ამ ციხესიმაგრეს დაანგრევენ. ასე რომ ეს ბრძოლა მხოლოდ უნგრეთს არ ეხება, არამედ მნიშვნელოვანია ვინ მოიგებს ამ ბრძოლას ბრიუსელში“, - თქვა ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოსვლისას.