რეზონანსი
21.03.2026

ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ­მა საბა გი­გი­ბე­რი­ამ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რო პატ­რი­არ­ქს უნ­დო­და ბედ­ნი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო, უნ­დო­და უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლო და ჩვენ ეს სა­ქარ­თვე­ლო მი­ვი­ღეთ. პატ­რი­არ­ქის აღ­ზრდი­ლი ქარ­თვე­ლი ერი, ეკ­ლე­სია, მას არას­დროს უღა­ლა­ტებს.

„ვის, თუ არა პატ­რი­არ­ქს, ბევ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­ეძ­ლო ქარ­თვე­ლი ერის გამ­თლი­ა­ნე­ბა, ქარ­თვე­ლი 

ერის ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში მოქ­ცე­ვა. მე დღეს ბევ­რს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, მაგ­რამ ვი­ტყვი ერთს - ამ ტკი­ვი­ლი­ან და მწუ­ხა­რე დღე­ებ­ში აღ­მოჩ­ნდნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც, სამ­ღვდე­ლო პირი თუ ღვთის­გან გან­დგო­მი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ნიშ­ნის მო­გე­ბით თქვეს: „აბა, სად არის პატ­რი­არ­ქის ის პი­რო­ბა რო­დე­საც მან ბრძა­ნა - მე უფა­ლი მა­შინ წა­მიყ­ვანს ამ ქვეყ­ნი­დან, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო არ გამ­თლი­ან­დე­ბა და სამ­შვი­დო­ბოს არ გავა“. მე დავ­სვამ კი­თხვას, რა არის ეს თუ არა სამ­შვი­დო­ბოს გას­ვლა, რა­საც ჩვენ დღეს ვხე­დავთ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში? რა არის ეს თუ არა პი­რო­ბა პატ­რი­არ­ქის, აწ უკვე აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი: „მე წა­გი­ძღვე­ბით თქვენ უფ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, მე არ მი­გა­ტო­ვებთ თქვენ არას­დროს, ვიდ­რე უფალ­თან ერ­თო­ბით არ გან­ვის­ვე­ნებთ სა­მუ­და­მოდ მა­რა­დი­უ­ლო­ბა­ში“. ასე რომ, ძა­ლი­ან ცდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, თუ ფიქ­რობს ვინ­მე, რომ პატ­რი­არ­ქმა, სი­ტყვა შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­ტო­ვა. 

პატ­რი­არ­ქი წაბ­რძან­და მის­თვის ღირ­სე­უ­ლად გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლას, ზე­ცი­ურ სა­სუ­ფე­ველ­ში და ჩვენ მივ­ყა­ვართ, ერი მიჰ­ყავს. არა მხო­ლოდ ტა­ძარ­ში მო­იყ­ვა­ნა პატ­რი­არ­ქმა ერი, არა­მედ მიჰ­ყავს იქ, სა­დაც უნდა წა­ვი­დეთ, იქ, სა­დაც ქარ­თვე­ლი ერის, ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნის, ყო­ვე­ლი ეკ­ლე­სი­ის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლის ად­გი­ლია. პატ­რი­არ­ქზე ძა­ლი­ან რთუ­ლია - ჯერ აწ­მყო­ში გვი­ჭირ­და მას­ზე სა­უ­ბა­რი და დღეს ძა­ლი­ან ძნე­ლია ყვე­ლა­ფე­რი ერთ სი­ტყვა­ში ჩა­ა­ტიო.

პატ­რი­არ­ქს უნ­დო­და ბედ­ნი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო, უნ­დო­და უკე­თე­სი სა­ქარ­თვე­ლო და ჩვენ ეს სა­ქარ­თვე­ლო მი­ვი­ღეთ და მე ღრმად მწამს, რომ ეს არ და­ი­კარ­გე­ბა და მე მინ­და თქვენ­თან ერ­თად ვუ­თხრა, თუმ­ცა მი­ჭირს, მაგ­რამ მა­ინც, ჩვენს ტკბილ და უსაყ­ვარ­ლეს, ჩვენს პატ­რი­არ­ქს, რომ მისი აღ­ზრდი­ლი ქარ­თვე­ლი ერი, ჩვე­ნი ეკ­ლე­სია, მას არას­დროს უღა­ლა­ტებს. ვიქ­ნე­ბით იმა­ზე უკე­თე­სე­ბი და ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბიც მას სურ­და. მე, რო­გორც ერთი ცოდ­ვი­ლი მღვდელმთა­ვა­რი, ვაძ­ლევ პი­რო­ბას ჩემს და ჩვენს სიყ­ვა­რუ­ლის პატ­რი­არ­ქს, აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხდე­ბით უკე­თე­სე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხდე­ბით ისე­თე­ბი, რო­გო­რიც მას სურ­და და მან შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა ამ დღე­ებ­ში, რომ ასე­თე­ბი ვი­ყოთ. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს, ამ ძა­ლის­ხმე­ვის­თვის, ამ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, ამ ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, ამ თავ­და­დე­ბის­თვის. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ პატ­რი­არ­ქი ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია და თა­ვა­წე­უ­ლი მი­დის სა­სუ­ფე­ველ­ში.

ერთხელ გვი­თხრა პატ­რი­არ­ქმა მღვდელმთავ­რებს - დღეს რომ წა­ვი­დე, გული არ დამ­წყდე­ბა, იმი­ტომ, რომ თქვენ გტო­ვებ­თო. მარ­თლაც, ყვე­ლამ აჩ­ვე­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა პატ­რი­არ­ქს ბევ­რჯერ დავ­წყვი­ტეთ გული ამ ცხოვ­რე­ბა­ში და ვერ გა­ვუფრ­თხილ­დით, მაგ­რამ დღეს ნამ­დვი­ლად აჩ­ვე­ნა ქარ­თველ­მა ერმა, რომ ჩვენ პატ­რი­არ­ქს გულს არ დავ­წყვეტთ და არას­დროს და­ვი­ვი­წყებთ მის არც ერთ სი­ტყვას, არა­ფერს ვამ­ბობ მის დი­დე­ბულ სა­ხელ­ზე, ეს იქ­ნე­ბა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის გულ­ში ოქ­როს ასოცე­ბით ჩა­წე­რი­ლი. მად­ლო­ბა თქვენ, ძვირ­ფა­სო პატ­რი­არ­ქო და შენ­დო­ბას გთხოვთ იმის­თვის, რაც ვერ გა­გი­კე­თეთ, რა ვერ შე­ვას­რუ­ლეთ, რა ვერ გა­ვა­კე­თეთ, მაგ­რამ მისი ლოც­ვით, მწამს, რომ ის, რაც ვერ გა­ვა­კე­თეთ, მო­მა­ვალ­ში გა­ვა­კე­თებთ“ - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა საბამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×