რეზონანსი
21.03.2026

რა იდგა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მრა­ვალ­წლი­ა­ნი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე ურ­თი­ერ­თო­ბის მიღ­მა? ის­ტო­რი­კო­სი გი­ორ­გი არ­ქა­ნია აქ­ვეყ­ნებს ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ ფო­ტოს და მი­მო­ი­ხი­ლავს იმ გზას, რო­მე­ლიც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ და ილია II-მ ერ­თად თუ ცალ-ცალ­კე გან­ვლეს. 70-იანი წლე­ბის მხარ­და­ჭე­რი­დან 90-ია­ნე­ბის კრი­ზი­სამ­დე.

„მსურს, გა­გი­ზი­ა­როთ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ფოტო, რო­მელ­ზეც ასა­ხულ­ნი არი­ან კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II და სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია. მათი ურ­თი­ერ­თო­ბა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, ისე­ვე რო­გორც თა­ვად ისი­ნი არ ყო­ფი­ლან მარ­ტი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა იწყე­ბა 1970-იანი წლე­ბი­დან, რო­დე­საც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს ილია II-ის პატ­რი­არ­ქად არ­ჩე­ვას და ამ საქ­მე­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლიც შე­ი­ტა­ნა, და სრულ­დე­ბა 90-ია­ნე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დროს პატ­რი­არ­ქმა უკვე პრე­ზი­დენტ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, რბი­ლად რომ ვთქვათ, მხა­რი არ და­უ­ჭი­რა. მი­უ­ხე­და­ვად გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და სა­ვა­რა­უ­დოდ დიდი წყე­ნი­სა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას არ და­ურ­ღვე­ვია მას­თან ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ფორ­მე­ბი, რად­გან, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი და ქარ­თვე­ლი, პა­ტივს სცემ­და სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას, მის უდი­დეს, ის­ტო­რი­ულ როლს ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის საქ­მე­ში, სა­პატ­რი­არ­ქო ტახტს.

ამ ორი პი­როვ­ნე­ბი­დან რო­მე­ლი­მე მოგ­ვწონს თუ არა, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ერის უდი­დეს ნა­წილს არა­ვინ ჰყვა­რე­ბია ისე, რო­გორც ისი­ნი (ისე­ვე რო­გორც, არ­სე­ბო­ბენ და იარ­სე­ბე­ბენ მათი მო­ძუ­ლე­ე­ბიც). დრო უნდა გა­ვი­დეს, რომ ჩვე­ნი უახ­ლე­სი წარ­სუ­ლის ობი­ექ­ტუ­რად და ადეკ­ვა­ტუ­რად გა­აზ­რე­ბა მოხ­დეს, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი და წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა. ფაქ­ტია, რომ პატ­რი­არ­ქი ილია II გახ­ლდათ გა­მორ­ჩე­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც დიდი გავ­ლე­ნა და ავ­ტო­რი­ტე­ტი ჰქონ­და რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. ფაქ­ტია, რომ ქარ­თვე­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლის­თვის წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი სი­ტყვა, მისი პო­ზი­ცია, მას­თან ასო­ცი­რე­ბა გახ­ლდათ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, გა­დამ­წყვე­ტიც კი.

ვუ­სამ­ძიმ­რებ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თვი­საც ის სუ­ლი­ერ მა­მას წარ­მო­ად­გენ­და, უყ­ვარ­დათ გულ­წრფე­ლად და არა ფა­რი­სევ­ლუ­რად, პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის“, - წერს ისტორიკოსი გიორგი არქანია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×