რეზონანსი
21.03.2026

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილის ფოტომ, სადაც სასულიერო პირი დაცარიელებულ კათედრას დასტირის, მთელი საქართველო მოიარა. 

როგორც დეკანოზმა TV პირველის ეთერში, პატრიარქზე საუბრისას განაცხადა, ეს არის ემოცია, როცა გაიგე, რომ მამაა დაკარგე. 

როგორც შვილი შევა სახლში მამის გარდაცვალების შემდეგ, წარმოიდგენს რომ მამას ვეღარ ნახავს, იმ საძინებელში სადაც ის იძინებდა, ან სამზარეულოში, სადაც ის ვახშმობდა, ზუსტად ის დამემართა. ეს იყო პირველი შესვლა საკურთხეველში, სადაც 21 წელია შევდივარ, უცებ წარმოვიდგინე, რომ ის იქ ხილული სახით აღარასდროს იქნება. ამიტომ რომ დავინახე ეს ცარიელი სკამი, ეს გულიდან ამომავალი გრძნობა იყო. იქ რამდენიმე ადამიანი ტრიალებდა და ერთ-ერთს გადაუღია. იცით, რომ ჩვენ ისეთ ციფრულ ეპოქაში ვხოვრობთ რომ ფოტოც და ნებისმირერი ამბავიც ძალიან სწრაფად ვრცელდება. შეიძლება არ მკინდოდა ეს ეგზისტენციალური პირადი გრძნობები ფართო საზოგადოებას ენახა. მისი უწმინდესობის წინაშე, სამების საკათედრო ტაძრიდან ვაბმობ, რომ  ჩემი ემოციები იყო გულწრფელი და გულიდან ამომავალი"- თქვა მან. 

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ინფორმაცია ილია მეორეს გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×