რეზონანსი
21.03.2026

ქართველი ერი, ასეულობით ათასი ადამიანი ვინც მოვიდა, ვინც ვერ ახერხებს მოსვლა, მას არა მხოლოდ ზეციურ გზაზე აცილებს, არამედ ქართველი ერი თავის სულიერ მოძღვარს დღეს უკანასკნელ აღსარებას აბარებს, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, 80-იან წლებში პატრიარქთან ურთიერთობით ხდებოდა ქართული, თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება.

„ეროვნული მოძრაობის ერთგვარი აკვანი იყო პატრიარქი, სიონის ტაძარი და როდესაც 1977 წელს ეკურთხა, მე 1981 წლიდან მისი სტიქაროსანი გახლდით, იქ იკრიბებოდა ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლობის ძალიან დიდი ნაწილი. მაშინ იქ, პირველად ღიად, 80-იანი წლების სულ დასაწყისში, მან მოახერხა, რომ მის გარშემო არა მხოლოდ ახალგაზრდები შემოეკრიბა, არამედ ქართული კულტურა, მეცნიერება ყველანი მის გარშემო იკრიბებოდნენ, იმ პერიოდში ხდებოდა ქართული, თავისუფალი აზრის ჩამოყალიბება. მას ჰქონდა ღვთისგან მინიჭებული ნიჭი ისე გაეკეთებინა, ისე მიეტანა თოთოეული ადამიანის გულამდე, რომ არავის ზედმეტი სიტყვა არც კი გაებედა მისთვის, ეს იყო მისი ქადაგება ქართველ ერში და ამის ნაყოფს ვუყურებთ ჩვენ დღეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×