რეზონანსი
21.03.2026

ჩეხეთში 2019 წლიდან, მთავრობის საწინააღმდეგო ყველაზე მასშტაბური პროტესტი იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პროტესტი პრემიერ-მინისტრ ანრეი ბაბიშის პირობებში თავდაცვაზე ხარჯების შემცირებითა და მთავრობის მიერ საზოგადოებრივი მედიის მიზანში ამოღების შიშებითაა გამოწვეული.

დემონსტრანტები თავდაპირველად ლეტნას ვაკეში შეიკრიბნენ, რომელიც პრაღის ცენტრს გადაჰყურებს. მათ ნაწილს ჩეხეთისა და ევროკავშირის დროშები ეკავათ. ორგანიზატორების თქმით, დემონსტრანტების რაოდენობა 250,000 ადამიანს შეადგენდა.

პროტესტის ორგანიზატორის, არასამართავრობო ორგანიზაცია Million chvílek-ის თქმით, ქვეყანა შეიძლება უნგრეთისა და სლოვაკეთის გზას გაჰყვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×