რეზონანსი
21.03.2026

ეკლესია სწორედ ჩვენი პატრიარქის თაოსნობით, მისი წინამძღოლობით, უზარმაზარ ძალას აძლევდა ეროვნულ მოძრაობას და ეროვნულ მოძრაობას თავის მხრივ, წვლილი შეჰქონდა, რომ მრევლი იზრდებოდა ეკლესიის, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ფილოსოფიის დოქტორმა ირაკლი ბათიაშვილმა.

ბათიაშვილის თქმით, საქართველოს უახლესი ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერ კრიტიკულ პერიოდში პატრიარქის როლი არის განუზომელი, ძალიან მნიშვნელოვანი, მისი წვლილი, რომ ის გამოწვევები გადალახულიყო, რაც დგებოდა ჩვენს წინაშე.

„ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევება და ეკლესიის აღორძინება მის ხელში, ეს იყო პარალელური პროცესები. ეკლესიის აღორძინება ცოტა უფრო ადრე დაიწყო, როცა მისი აღსაყდრება მოხდა, ფაქტობრივად, მაშინვე. 80-იანი წლებიდან იწყება უკვე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღზევება და ეს არის ორი არათუ პარალელური, არამედ ერთმანეთთან მჭიდროდ გადაჭდობილი პროცესი. რა თქმა უნდა, ეკლესია სწორედ ჩვენი პატრიარქის თაოსნობით, მისი წინამძღოლობით, უზარმაზარ ძალას აძლევდა ეროვნულ მოძრაობას და ეროვნულ მოძრაობას თავის მხრივ, წვლილი შეჰქონდა, რომ მრევლი იზრდებოდა ჩვენი ეკლესიის“, - აღნიშნა ირაკლი ბათიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×