რეზონანსი
25.03.2026

იმდენად ფარსია მათ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა, ოპოზიციას ვგულისხმობ, პატრიარქის სიყვარულზე, რომ უარყოფითი ემოციის მეტს არაფერს იმსახურებენ, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.

ექსპერტის შეფასებით, დაუჯერებელია, გიყვარდეს უწმინდესი და მის რჩეულ მეუფე შიოს, რომელიც გამონაკლისის სახით, სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დაასახელა, შავ პიარს უგორებდე.

"იმდენად ფარსია მათ მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა, ოპოზიციას ვგულისხმობ, პატრიარქის სიყვარულზე, რომ უარყოფითი ემოციის მეტს არაფერს იმსახურებენ. როგორ შეიძლება გიყვარდეს უწმინდესი, მის მოღვაწეობას დადებითად აფასებდე და პარალელურად მის რჩეულს მეუფე შიოს, რომელიც გამონაკლისის სახით, სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დაასახელა, შავ პიარს უგორებდე და სიცრუეს სიცრუეზე ავრცელებდე მის წინააღმდეგ. ნუთუ ამდენი ჭკუა არ აქვთ, რომ ის რაც მათ ნახეს თუ რა ხდებოდა პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მიმხვდარიყვნენ რა რეალობაა ქვეყანაში. ცუდი დამრიგებლები ჰყავთ და ისინიც ხომ უპირობო შემსრულებლები არიან მათი დავალების, მერე რა მოხდა თუ საკუთარ სამშობლოს ავნებ“, - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×