რეზონანსი
25.03.2026

დაპირისპიტება იყო ცოტა ხნის თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში ჩატარდა. 

ტელეგრამ არხზე გავრცელებულ აიდიო-ჩანაწერში ისმის, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მოსამართლე, თამარ მახარობლიძე.

"როგორც ძაღლი მონიშნავს, თავის სამფლობელოს, ზუსტად ისე მივიდა ივანიშვილი პატრიარქის დაკრძალვაზე და წარწყმიდა იქაურობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება"- ამბობდა სააკაშვილი, როცა მოსამართლემ მას სიტყვა შეაწყვეტინა და თხოვა "საქმესთან დაკავშირებით" ესაუბრა. 

"თვალში ხომ არ გეპატარავებით?"- მიმართა ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს. 

"მე მრცხვენია ქართველი ხალხის ნაცვლად, ჩვენ ვხედავთ მეგობრებო დინასტიური დიქტატურის დამკვიდრების მცდელობას... ივანიშვილმა როგორც ძაღლმა მონიშნა ის ადგილი, საპატრიარქოში ახლადგარდახცლილ პატრიარქთან, მე გავიმარჯვეო - წარწყმიდა პატრიაქის გამოსამშვიდობებელი უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. აი, ეს მოიხდა რაც მოვყევი. ხალხო, გული არ გერევათ?! "- თქვა სააკაშვილმა. 

ვიდრე მოსამართლე ექს-პრეზიდენტს სიტყვას შეაწყვეტინებდა, პატიმარმა "ქართული ოცნების" მმართველობასა და სტალინურ რეპრესიები ერთმანეთს შეადარა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მმდინარეობდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×