რეზონანსი
25.03.2026

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ძალების გარკვეული რაოდენობის გაგზავნას.

შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა BBC-სთვის მიცემულ განცხადებაში დაადასტურა.

პრესსპიკერის თქმით, ახლო აღმოსავლეთისკენ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის გენერალური შტაბის ელემენტები, გარკვეული “დამხმარე ძალები” და 1-ლი ბრიგადის საბრძოლო რაზმი მიემართებიან.

უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა სხვა დეტალები არ გააჟღერა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×