რეზონანსი
26.03.2026

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს არ ვი­კი­თხე­ბო­დი, რო­გორც მოწ­მე, მო­სა­მარ­თლემ მო­მის­მი­ნა - ჩემი გზავ­ნი­ლი იყო ის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში - მათ თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბით, მი­ზე­ზის უკი­თხა­ვად, გა­ურ­კვევ­ლად შე­უძ­ლი­ათ პირ­და­პირ, ყო­ველ­გვა­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე მოკ­ლან ადა­მი­ა­ნი , - ამის შე­სა­ხებ მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და

მისი თქმით, მო­სა­მარ­თლეს შეს­თა­ვა­ზა, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი იზო­ლი­რე­ბუ­ლი გა­ხა­დოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნით, რომ თუნ­დაც ერთი მო­მავ­ლის გიგა გა­დარ­ჩეს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს არ ვი­კი­თხე­ბო­დი, რო­გორც მოწ­მე, მო­სა­მარ­თლემ მო­მის­მი­ნა. ჩემი გზავ­ნი­ლი იყო ის, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში. მათ თავ­ზე ხე­ლა­ღე­ბით, მი­ზე­ზის უკი­თხა­ვად, გა­ურ­კვევ­ლად შე­უძ­ლი­ათ პირ­და­პირ, ყო­ველ­გვა­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­რე­შე მოკ­ლან ადა­მი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი არი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­ში­ში. მო­სა­მარ­თლეს შევ­თა­ვა­ზე, რომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე - იზო­ლი­რე­ბუ­ლი გა­ხა­დოს ეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდი ხნით, რომ თუნ­დაც ერთი მო­მავ­ლის გიგა გა­დარ­ჩეს“ , - გა­ნა­ცხა­და ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

ამას­თან, ეკა კუ­პა­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, საბ­რალ­დე­ბო სკა­მი ძა­ლი­ან ბევ­რს ელო­დე­ბა, მათ შო­რის, არას­რულ­წლო­ვა­ნებ­საც.

"გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან ბევ­რი პი­როვ­ნე­ბა დაჯ­დე­ბა საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე აქ­ტი­უ­რად მაგ სა­კითხს მეც არ გან­ვი­ხი­ლავ, რად­გან დრო­ში ძა­ლი­ან ვი­ზღუ­დე­ბით. რი­კა­ძის და გა­ბაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბი­დან 19 აპ­რილს გა­დის 6 თვე, ამი­ტომ მეც ჩა­ვეხ­სე­ნი დრო­ე­ბით ამ სა­კითხს. ძა­ლი­ან დიდი ჯგუ­ფია, ვინც წი­ნას­წარ მო­ამ­ზა­და გიგა ავა­ლი­ან­ზე თავ­დას­ხმა და კი­დევ უფრო დიდი წრეა ვინც მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შე­სა­ხებ იცო­და. ამას გარ­და საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე დას­ხდე­ბი­ან ექი­მე­ბი, ვინც თა­ვი­დან სცა­დეს საქ­მის გა­ყალ­ბე­ბა და არას­წო­რად აღ­წე­რა გი­გას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ მი­ზე­ზით, რომ სა­კუ­თა­რი თავი გა­და­ერ­ჩი­ნა. მე არც მად­ლო­ბის თქმა მეშ­ლე­ბა. როცა ექი­მე­ბამ­დე მი­ვალ ხმა­მაღ­ლა ვი­ტყვი იმ ექი­მე­ბის სა­ხელს და გვარს, ვინც ჩემს შვილს სას­თუ­მალ­თან ედგა და ღა­მე­ებს უთევ­და. საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე დას­ხდე­ბი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბიც. ჩვენ არ მოგ­ვი­წევ­და ამ­დე­ნი ბრძო­ლა. აბა ახლა თუ არ აკე­თებს პრო­კუ­რა­ტუ­რა საქ­მეს ღირ­სე­უ­ლად, რო­გორც სა­ჭი­როა. ყვე­ლა დაჯ­დე­ბა საბ­რალ­დე­ბო სკამ­ზე, საბ­რალ­დე­ბო სკა­მი ძა­ლი­ან ბევ­რს ელო­დე­ბა, მათ შო­რის, არას­რულ­წლო­ვა­ნებ­საც“, - გა­ნა­ცხა­და ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

ეკა კუ­პა­ტა­ძის თქმით, დაც­ვის მხა­რემ უდა­ვოდ ცნო ყვე­ლა ის მოწ­მე, ვის­ზეც იცოდ­ნენ, რომ "ბო­ლომ­დე ვერ და­ი­ჭერ­დნენ და პრო­კუ­რო­რე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად ბევრ უტყუ­არ ფაქტს და­ა­დე­ბი­ნებ­დნენ და­კი­თხვის დროს“.

"დე­მეტ­რე ჩი­ქო­ვა­ნის დე­დამ, ამ­ბობ­და გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რის წინ, რომ ეკა კუ­პა­ტა­ძემ ბრა­ლი შე­უკ­ვე­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას და მერე ასე ორ­კესტრი­რე­ბუ­ლად სა­მი­ვე მშო­ბე­ლი გა­მო­დი­ო­და და ყვე­ლა ერ­თდრო­უ­ლად ამ­ბობ­დნენ, რომ ბრა­ლი შე­უკ­ვე­თა ეკა კუ­პა­ტა­ძემ. ახლა მე მაქვს კი­თხვა: თუკი მე ბრა­ლი შე­ვუკ­ვე­თე პრო­კუ­რა­ტუ­რას. თუკი თქვენ ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, ღრმად კი არა, ერთი-ორი პრო­ცენ­ტით მა­ინც ეჭვი გე­პა­რე­ბათ, მა­ინც ასე გგო­ნი­ათ, ხომ? მა­შინ უფ­ლე­ბა და შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, რომ მო­უს­მი­ნო ეკა კუ­პა­ტა­ძეს. შენს კი­კი­ნე­ბი­ან შვი­ლის და­ჭე­რას უკ­ვეთს პრო­კუ­რა­ტუ­რას, ვა­ჭე­რი­ნებ, ჩი­ხის­თვის ვწი­რავ და კი­თხვაც არა გაქვს?

მე­ო­რეც, ნია იმ­ნა­ძე არის გო­გო­ნა, რომ­ლის ოჯა­ხიც ამ­ბობს, რომ თით­ქოს­და მას სექ­სუ­ა­ლუ­რად ავიწ­რო­ებ­და მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ო­ცარ სტრეს­შია ეს ბავ­შვი და ამ ბავ­შვს სათ­ქმე­ლიც არა­ფე­რი აქვს სა­სა­მარ­თლო­ში? თუკი ასე­თი რამე ხდე­ბო­და, სათ­ქმე­ლიც არა­ფე­რი აქვს? ამა­შია სწო­რედ საქ­მე. მათ უდა­ვოდ ცნეს ყვე­ლა ის, ვი­საც იცოდ­ნენ, რომ ბო­ლომ­დე ვერ და­ი­ჭერ­დნენ და აუ­ცი­ლებ­ლად პრო­კუ­რო­რე­ბი ბევრ უტყუ­არ ფაქტს და­ა­დე­ბი­ნებ­დნენ და­კი­თხვის დროს“, - გა­ნა­ცხა­და კუ­პა­ტა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×