რეზონანსი
26.03.2026

 ესპანეთში ირანის საელჩო აცხადებს, რომ ირანი მზადაა, დააკმაყოფილოს მადრიდის ნებისმიერი მოთხოვნა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.

ირანის საელჩოს თქმით, ესპანეთი საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს.

„მნიშვნელოვანი ამბავი: ირანი ესპანეთს საერთაშორისო სამართლის ერთგულ ქვეყნად მიიჩნევს, ამიტომ ის მზადაა, მადრიდიდან წამოსული ნებისმიერი მოთხოვნის მიმართ", - წერს ირანის საელჩო.

როგორც „როიტერი" იუწყება, ესპანეთი არის ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელსაც თეირანმა მსგავსი პირობა მისცა. ამასთან გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ესპანეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ესპანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები ღიად დაგმო. 28 თებერვლის შემდეგ, ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის, მხოლოდ რამდენიმე გემმა დატოვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×