რეზონანსი
28.03.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის ფარგლებში დაკავებულ კიდევ ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც  ცრუ ჩვენების მიცემაში ედება ბრალი, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა კალიჩენკომ გამოაცხადა. 

რადგან დაკავებული 18 წელს მიუღწეველია, პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა. „TV პირველის“ ინფორმაციით, ბრალდებულს დუმილი არ დაურღვევია. საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვისას, მოწმის სახით დაკითხვის დროს, არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა.

ბრალდებული 26 მარტს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×