რეზონანსი
28.03.2026

ეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ, თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან ქულა დაიმსახურა 169,78, ორი პროგრამის ჯამში კი 248,62 ქულა დააგროვა და ასპარეზობა მე-11 ადგილზე დაასრულა.

რაც შეეხება მოკლე პროგრამას, აქ სპორტსმენმა ასპარეზობა 78,84 ქულით მე-15 ადგილზე დაასრულა.

დღეს მაყურებლის წინაშე სპორტულ ცეკვებში წარდგება დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილიც. მათ რიტმულ ცეკვებში ასპარეზობა 79,34 ქულით მეათე პოზიციაზე დაასრულეს.

მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ერთი მედალია. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, რაც ისტორიული შედეგია. საქართველოს აქამდე უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი არ ჰქონია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×