რეზონანსი
28.03.2026

თბილისში, სამი წლის წინ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 12 წლის ანი იანუშაიტიტეს დედა ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მასთან შეხვედრას ითხოვს. 

ნატო ხუტაშვილი TV პირველის გადაცემა "დღის ამბებთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი სურვილია, პრემიერ-მინისტრმა საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს. 

ნატო ხუტაშვილი არ ენდობა თავდაპირველად გავრცელებულ ვერსიას, რომ მისი შვილი „საკვების გადაცდენით“ გამოწვეული პირღებინებით გაიგუდა:

მოკლეს 12 წლის ბავშვი, თუმცა საქმეს არ ჰყავს ბრალდებული. ეს კი გამოწვეულია იმ ტყუილით, რაც პირველივე დღეს გავრცელდა, რომ ბავშვი თითქოს ერთჯერადი სუპის გადაცდენით გარდაიცვალა"- აღნიშნავს გარდაცვლილი მოზარდის დედა.

ნატო ხუტაშვილმა კობახიძესთან შეხვედრა 16 მარტს, ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან სამი წლის ტავზე "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ითხოვა, თუმცა დღეს 28 მარტს, როგორც მან ინგა გრიგოლიას უთხრა, ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.

არ ტარდება ეფექტური გამოძიება, არ იკითხებიან მოწმეები... სახეზეა, ალბათ, დანაშაულებრივი არაკომპეტენტურობა ან მიზანმიმართული მავნებლობა. ეს უნდა გაარკვიოს სახელმწიფომ. ნაცარს მაყრიან თავალებში! არ ვიყრი, თუმცა შედეგი მაინც არ მაქვს. როცა გეუბნებიან, რომ ფრჩხილში გაჭედილი თმა "გეჩვენება", ეს ხომ არის მავნებლობა?!"- დასძენს ნატო ხუტაშვილი.

მისი თქმით, 39 დაზიანება სხეულზე, დამტვრეული ტელეფონი თითის ანაბეჭდების გარეშე, „დავიწყებული“ კამერები "არწმუნებს", რომ მისი 12 წლის გოგო მოკლეს. დედას კითხვებს გამოძიების "არაეფექტურად მუშაობა" უჩენს ეჭვს. 

"ირაკლი კობახიძეს მოგმართავთ, როგორც 2 შვილის მამას, ჩაერთეთ ამ საქმეში. ქალაქში დადის მკვლელი, რომელმაც 12 წლის გოგო იმსხვერპლა. მომიძებნეთ მკვლელი, რომელიც სხვებისთვისაც საშიშია"- აღნიშნავს ის. 

2023 წლის 17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×