რეზონანსი
28.03.2026

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მთლიანად ქართველ ერს და ქართველ ხალხს თანამედროვე სახელმწიფოს, თანამედროვე ქართველი ხალხის, ერის ჩამოყალიბებაში უდიდესი ღვაწლის მქონე ადამიანის, პატრიარქის გარდაცვალებას, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძის თქმით, პატრიარქის გარდაცვალებამაც კი, კიდევ ერთხელ გამოაჩინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერისთვის, ვინც ქართველად თვლის თავს, რომ ღირებულებების პატივისცემა არის ის ქვაკუთხედი, რომელზედაც უნდა აშენდეს და განვითარდეს ჩვენი ქვეყანა.

„მაშინ, როდესაც მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა გამოხატა თავისი პატივისცემა და ამქვეყნიურ გზაზე გააცილა საქართველოს პატრიარქი, მაშინ, როდესაც გაცილებით უფრო მეტი ადამიანი სხვადასხვა საჭიროებიდან გამომდინარე, რომელმაც ვერ მოახერხა[მისვლა], სხვანაირად გამოხატავდა თავის პატივისცემას, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ არ აქვს ალტერნატივა იმ ღირებულებებს, რომელიც მოგვდგამს წარსულიდან, რომელიც არის აწმყოს შექმნილი და რომელიც არის მშობელი მომავლისა.

რაზეც ჩვენი გუნდის წევრები საუბრობენ, რომ უმნიშვნელოვანესია დავიცვათ ჩვენი ქვაკუთხედი -ოჯახი, განსაკუთრებით არასრულწლოვანები და ჩვენი შვილები, ეს არ არის რაიმე ჰიპოთეზური საფრთხე, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს და მომავალში დადგეს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×