
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიას 50 წლამდე ასაკის კაცი ემსხვერპლა, 2 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ახაშენში მოხდა.
სამების ეკლესიის მიმდებარედ, ფაცხებთან, ავტომობილი “ნივა”, რომლითაც სამი ადამიანი გადაადგილდებოდა, ხევში გადავარდა.
mak.ge-ს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი უგონო მდგომარეობაშია. მძიმედ არის დაშავებული კიდევ ერთი პირი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სამაშველო, სახანძრო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
პირველადი ცნობებით, დაზარალებულები თბილისელები არიან.