
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ლიეტუვასთან ამხანაგურ შეხვედრამდე კაუნასის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ თამაშთან ერთად, საქართველოს ნაკრების დაცვაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
ვილი სანიოლი – „გიორგი ჩაკვეტაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მოედანზე მისი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ვნახოთ, ვარჯიშის შემდეგ როგორ იქნება. ისრაელთან განახლებული შემადგენლობით ვითამაშეთ, ბუნებრივია, შემადგენლობაში ცვლილებები ამჯერადაც იქნება.
ზურიკო დავითაშვილი ნაკრებში შესანიშნავად თამაშობს. ის ლიეტუვასთან მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. მესმის, რომ სათამაშო დროის სიმცირის გამო იმედგაცრუებულია, მაგრამ ჩვენ ბევრი მოთამაშე გვყავს, გუნდში მეტი კონკურენცია გვჭირდება.
ევროპის ჩემპიონატზე კარგი გამოცდილება მივიღეთ და შემდეგ ოთხმცველიან ტაქტიკაზე გადასვლა გადავწყვიტეთ. წინა შესარჩევი ციკლი ამ სქემით რამდენიმე მატჩი ჩავატარეთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე გუნდში აღარ არის და ისრაელთან სამმცველიან ტაქტიკას ამიტომაც დავუბრუნდით.
გვინდა, რომ ჩვენს ჩანაფიქრს მივყვეთ. სექტემბერში კონკურენტუნარიანი ნაკრები რომ გვყავდეს, ამისთვის ძლიერი დაცვის ხაზი გვჭირდება“.