რეზონანსი
28.03.2026

ის ხელშემწყობი ღონისძიებები რომ არ იყოს, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, არც ტყიბულში, არც ჭიათურაში, არც ზესტაფონში, არც რუსთავში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ ასეთი საწარმოები არ იარსებებს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ მეშახტეებთან დაკავშირებით ოპონენტის პასუხად.

გორდულაძის თქმით, რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ვის რა მოთხოვნა აქვს, აქაც არაერთი სახელმწიფო უწყებაა ჩართული იმისთვის, რათა ასეთი პრობლემები გადაიჭრას.

„ქართული ოცნების“ გუნდი და სახელმწიფო რომ არ არსებობდეს, ის ხელშემწყობი ღონისძიებები რომ არ იყოს, რაც ბიუჯეტიდან ფინანსდება, მათ შორის საგადასახადო კუთხით ხორციელდება, არც ტყიბულში, არც ჭიათურაში, არც ზესტაფონში, არც რუსთავში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ ასეთი საწარმოები არ იარსებებს. მერე ნახეთ თქვენ ათასობით და ათიათასობით უმუშევარი ადამიანი, მათ უკან მყოფი ადამიანები, ბავშვები.

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, ვის რა მოთხოვნა აქვს, რა საკითხების მოგვარებას ითხოვს, აქაც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არაერთი სახელმწიფო უწყებაა ჩართული იმისთვის, რათა ასეთი პრობლემები გადაიჭრას“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×