რეზონანსი
30.03.2026

პლატფორმა MarineTraffic-ის ინფორმაციით, ჩინურმა კონტეინერმზიდმა გემებმა ჰორმუზის სრუტის დატოვება მეორე მცდელობის შემდეგ შეძლეს.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნულმა გემებმა სრუტის დატოვება გასული კვირის პარასკევსაც სცადეს, თუმცა უსაფრთხოების რისკების გამო, სრუტის დატოვება ვერ მოახერხეს.

MarineTraffic-ის მონაცემების მიხედვით, გემებმა ჰორმუზის სრუტე უკვე დატოვეს და ამჟამად ღია წყლებში იმყოფებიან.

28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ იერიშები დაწყების შემდეგ, ჰორმუზის სრუტე მხოლოდ რამდენიმე გემმა დატოვა. ჰორმუზის სრუტეში მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×