რეზონანსი
30.03.2026

ვერ ვიტყოდი, რომ ეს მხოლოდ თემურ ალასანიას მოსაზრებაა ასეთი. მან უბრალოდ ღიად გამოხატა ეს მოსაზრება საკმაოდ უხეში და მძიმე სიტყვებით და შეფასებებით, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

გიორგი ვოლსკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ ქართველ ერს ავადმყოფობები აქვს.

„ქართველი ერი საკმაოდ უხერხული „პარტნიორი“ გამოდგა მათთვის, ვინც ცდილობს, რომ საქართველო დაჩაგროს და ცალ ფეხზე დააყენოს თუ მუხლებზე დააჩოქოს. ეს ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომელიც გარედან მიღებულ შეკვეთებს ასრულებს, შესაბამის დამოკიდებულებას გამოხატავს იმ ხალხის მიმართ, ვინც მათ ჭკუაზე არ დადის და ეს ხალხი ძალიან ბევრია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×