რეზონანსი
30.03.2026

პროტესტი ხობში - ფალიაშვილის, შანიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების მოსახლეობა ბეტონის ქარხნის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. 

აქციის მონაწილეების თქმით, მშენებლობა, რომელიც მათ სახლებთან მიმდინარეობს კანონის დარღვევაა, ხოლო ბეტონის ქარხანა მათ ჯანმრთელობასა და მათი შვილების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. 

ადგილობრივების თქმით, ხობის მუნიციპალიტეტის მერიას დახმარებისთვის რამდენიმეჯერ მიმართეს, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღიათ. 

ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს ვაცხადებთ ბეტონის ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით. ადგილობრივ მოსახლეობას არავინ არ დალაპარაკებია, არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან, არც საკრებულოდან, ყველამ იგნორირება გაგვიკეთა. ჩვენ, ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქის მერის სახელზე დავწერეთ განცხადება და პასუხი ჯერ არ მოსულა. ჩვენ პირადად მივედით, მაგრამ ქალაქის მერმა არ მიგვიღო. 

სანიტარული ზონა იწყება 100 მეტრიდან, მინიმალური და ეს ეკუთვნის მე-4 კლასის ბეტონის ქარხანას. 100 მეტრი სად არის აბა ბეტონის კვანძიდან მოსახლეობამდე? როგორ გასცეს ნებართვა გაურკვეველია," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×