რეზონანსი
01.04.2026

მინდია შერვაშიძეს და თორნიკე თოშხუას 1-1 წლით პატიმრობა შეეფარდათ. ესგადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ, მოსამართლე ელენე გოგუაძემ გამოაცხადა.  მოსამართლემ დასაბუთებაში ქვა, რომ იფიქრა და მაინც საპატიმრო სასჯელის გადაწყვეიტლება მიიღო. 

„ცეცხლი ოლიგარქიას“, „გვიყვარხართ“ - ეს შეძახილები ისმოდა უკვე მსჯავრდებულების მხრიდან განაჩენის გამოცხადების შემდეგ. 

რას ედავებიან თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს? ორივე დაკავებულს ბრალი ჯგუფურად ძალადობაში ედებათ და 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ 31 ივლისს, რუსთაველის გამზირზე ყოფილ ფეხბურთელი ბექა გოცირიძე სცემეს.

ვინ არის ბექა გოცირიძე? დაცვის მხარის თქმით, ბექა გოცირიძე თავიდანვე პროვოკაციის მოწყობის მიზნით მივიდა აქციაზე, მას ჩართული ჰქონდა ე.წ. LIVE და პირდაპირ ეთერში, აქციის მონაწილეებს აგინებდა და აყენებდა შეურაცხყოფას, რასაც მოჰყვა დაპირისპირებაც.

აქტივისტების თქმით, ის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან სხვა დროსაც მისულა. სოციალურ ქსელში არის ვიდეო-მასალებიც, სადაც  ბექა გოცირიძე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა დროს აგინებს. ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე 8 თებერვალს გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×