რეზონანსი
01.04.2026

ჩემზე დიდი ზეწოლა ხორციელდება, რომ შევიცვალო პოზიცია (ირანის წინააღმდეგ) ომში ჩართვასთან დაკავშირებით და არ ვაპირებ პოზიციის შეცვლას ომთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.

„რა ზეწოლაც არ უნდა იყოს, რა ხმაურიც არ უნდა იყოს, მე ვარ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და უნდა ვიმოქმედო ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა სტარმერმა.

კითხვაზე, ამყარებს თუ არა ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებს იმ ფონზე, როცა მისი ურთიერთობა ტრამპთან უარესდება, სტარმერმა უპასუხა, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის არჩევანს არ აკეთებს.

„ვფიქრობ, ჩვენს ინტერესებშია, გვქონდეს ძლიერი ურთიერთობა აშშ-სთან და ევროპასთან. მაგრამ ვფიქრობ, რომ როდესაც საქმე თავდაცვისა და უსაფრთხოების, ენერგიის გამონაბოლქვისა და ეკონომიკის საკითხებს ეხება, ჩვენ გვჭირდება უფრო ძლიერი ურთიერთობა ევროპასთან“, - აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, სულ უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ გაერთიანებული სამეფოს „გრძელვადიანი ეროვნული ინტერესები მოითხოვს უფრო მჭიდრო პარტნიორობას მოკავშირეებთან ევროპაში და ევროკავშირთან“. სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში გამოაცხადებს ევროკავშირის პარტნიორებთან ახალი სამიტის შესახებ, რომელიც „სახიფათო სამყაროში“ პარტნიორობის დამყარებას ისახავს მიზნად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×