რეზონანსი
01.04.2026

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, საპარლამენტო სხდომაზე „გახარია-საქართველოსთვის“ წვერების მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ამუშავებასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიებს უპასუხა. 

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ნათელი მაგალითია, თუ როგორი უსამართლოა ეუთო როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“  ხელისუფლებაში  ყოფნის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის  არ აუმუშავეს „მოსკოვის მექანიზმი“  და ამ ყველაფერს აკეთებენ  „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, როდესაც  გუნდის ფილოსოფია სრულად თავისუფლებასა და ღირსებაზეა დაფუძნებული. 

„მე მგონია, რომ აქ აღშფოთებულები თქვენც  უნდა იყოთ  როგორი უსამართლობა არის ვიღაც ვიღაცების მხრიდან, როდესაც რუსეთს აუმუშავებ ამ მექანიზმს და  ბელორუსს და მეტი ქვეყანა არ არის და საქართველოს აუმუშავებ ეს ყველაზე უფრო ხელისგულზე დადებული მტკიცებულებაა თუ როგორ უსამართლოდ გვექცევიან, მე არ მიყვარს ხოლმე „ნაცებზე“ ლაპარაკი, წავიდა ის დრო, მაგრამ რაღაცას რომ უნდა შეედარო გვიწევს,  რომ ნაცებს შევედაროთ წინა ხელისუფლება ეგ იყო. როდესაც იმ საზიზღრებს და ვიგინდარებს არ აუმუშავებ „მოსკოვის მექანიზმს“, სისტემური წამება-გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა,  ოჯახის საძინებელში თვალთვალი, განსხვავებულია აზრისთვის ადამიანის ჩაგვრა და „ქართულ ოცნებას“ რომ აუმუშავებ ვის პირობებში, ჩვენი ფილოსოფია თავიდან ბოლომდე ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზე არის დაფუძნებული, მე მგონი ყველაზე  ნათელი მაგალითია, თუ როგორი უსამართლობა არის და თქვენც უნდა  მიიღოთ მონაწილეობა, იმაში და ჩვენი საზოგადოება მაგას დაგიფასებთ , რომ პირიქით პრეტენზიები იქითა მხარეს გქონდეთ,“- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×