
ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დაგეგმილი ცვლილებები ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემების პოლიტიკურ კონტროლს გააძლიერებს.
„გახარიას გუნდის“ წევრის, ტატა ხვედელიანის თქმით, დამოუკიდებელი სტატისტიკის გარეშე საზოგადოება რეალობის აღქმას კარგავს, ხელისუფლება კი შეძლებს შექმნას ილუზია, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაშინ როცა სიღარიბე და ფასების ზრდა კვლავ პრობლემად რჩება.
ამ ცვლილების ინიციატორი გახლავთ გუნდი, რომლის მმართველობის პირობებში ჩვენ ნვახეთ კორუფციაში მხილებული მაღალი რანგის თანამდებობის პირები. ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი სუსის უფროსი, ყოფილი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, ყოფილი მერები და დღეს იგივე გუნდი გვთხოვს, რომ დავუჯეროთ და მათ მიერ დანიშნულ პრემიერ-მინისტრს უნდა ვანდოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უწყება ჩვენს ქვეყანაში. თვითონ ნიშნავს, თვითონ აკონტროლებს და თვითონ აფასებს. ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სტატისტიკის გარეშე საზოგადოება ჰკარგავს რეალობის აღქმას, ხელისუფლებას კი ექმნება შესაძლებლობა, ციფრებით შექმნას აღქმა, რომ ყველაფერი კარგად არის მაშნ, როცა სიღარიბე არსად ქრება და ფასები უფრო და უფრო იმატებს. თქვენ უკვე პროპაგანდის მანქანებიც აღარ გყოფნით იმისთვის, რომ შეალამაზოთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება. თქვენ გინდათ, რომ ადამიანს, რომელიც კვერცხი ფასთან დამარცხდა, ხელში ჩაუგდოთ ქვეყნის სტატისტიკა. რა დამსახურება აქვს ამ ადამიანს, რომ რამე დავუქვემდებაროთ? ერთადერთი, რაც , რეალურად მან მოსვლის დღიდან გააკეთა, დაიჭირა ღარიბაშვილი, - თქვა გახრიას გუნდის წევრმა ტატა ხვედელიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ბავშვებზე, ისე ხანდაზმულებზე. დოკუმენტის თანახმად, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში 379 957 ბავშვია რეგისტრირებული, მათგან 23 322 — პირველად.