რეზონანსი
01.04.2026

თურქეთის წყლებში, ეგეოსის სანაპიროსთან მიგრანტთა გასაბერი ნავის ჩაძირვას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია Reuters სანაპირო დაცვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტერიტორიაზე კვლავ გრძელდება. მათივე ცნობით, გარე ძრავის მქონე ნავი გრინვიჩის დროით 03:00 საათზე, მუღლას პროვინციის ბოდრუმის რაიონის სანაპიროსთან შენიშნეს. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ნავი გაჩერებაზე უარს აცხადებდა და მიმალვას ცდილობდა. 

მოგვიანებით, რეგიონში არსებული რთული მეტეოროლოგიური და საზღვაო პირობების გამო, ნავში წყალი შევიდა და ჩაიძირა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის გადარჩენილია 21 ადამიანი. განცხადებაში არ არის დაზუსტებული, თუ საიდან გამოცურა ნავმა ან სად მიემართებოდა ის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×