რეზონანსი
03.04.2026

გამოწვევა ჩვენ ქვეყანას აქვს იგივე, რაც მთელს მსოფლიოს დღეს, რომ როგორმე შეინარჩუნოს მშვიდობა, როგორმე შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა და როგორმე განვითარდეს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ვითარებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

„მსოფლიო პოლიტიკური არქიტექტურა იცვლება, ყველანაირი ალიანსი და გაერთიანება დადგა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე, ყოფნა - არ ყოფნის წინაშე. როდესაც ვსაუბრობთ, რა არის ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, რა თქმა უნდა ჩვენ დღესაც ვდგავართ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე. ერთი არასწორი ნაბიჯი ჩვენი მხრიდან ასეთ დროს, როდესაც უძლიერესი გაერთიანებები - სამხედრო თუ ეკონომიკური - დგანან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშ, როდესაც ცეცხლია მთელ აქეთ ნახევარსფეროზე მსოფლიოში, რა თქმა უნდა ერთი არასწორი ნაბიჯი უდრის ჩვენი ქვეყნის განადგურებას“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×