რეზონანსი
03.04.2026

მოღალატეობრივი და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილად აფასებს მმართველი გუნდი ნიდერლანდების პარლამენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გამოსვლას. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა და „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ წარმომადგენელმა, გიორგი რუხაძემ საერთაშორისო აქტორებს მიზნობრივი სანქციების დაწესებისა და დახმარებისკენ მოუწოდეს. უმრავლესობა ამბობს, რომ „ენჯეოები“ ქვეყანაში პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის გარე ძალების ინტერესებს ატარებენ.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ეკა გიგაური და ოპოზიცია  უცხოეთის ჩარევით ცდილობს ხელისუფლების მოპოვებას. 

„ეკა გიგაური და მსგავსი ოპოზიციონერები ცდილობენ უცხოეთის ჩარევით მოიპოვონ ხელისუფლება. ასევე შეგახსენებთ, რომ გიგაური გახლავთ ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ამითაც თავისი თავის სრული ლუსტრაცია გააკეთეს. ისინი არიან უცხო ქვეყნის ინტერესებით  მოქმედი ჯგუფები, ასე ხდებოდა ისტორიულად ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნების იმპერიების დედაქალაქებში ჩადიოდნენ ქართველები, რომ იქ მოეპოვებინათ მხარდაჭერა, რათა ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. ყველაზე ახლო წარსულში ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირში, გარბოდნენ მოსკოვში, რომ თანამდებობა მოეპოვებინათ. ახლა ეს არის ჰააგა და ბრიუსელი, ეს არის ლუსტრაცია უცხოური ინტერესებით მოქმედი ჯგუფების“, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×