რეზონანსი
03.04.2026

რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ცხელი ფაზის შესაჩერებლად უკრაინამ დონბასიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.

პესკოვს ჰკითხეს, დააწესა თუ არა რუსეთმა უკრაინისთვის რაიმე კონკრეტული ვადა დონბასიდან სამხედროების გასაყვანად, რაზეც კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთს ვადა არ დაუწესებია.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ცხელი ფაზის შესაჩერებლად აუცილებელია, რომ უკრაინამ თავისი ჯარები დონბასიდან გაიყვანოს. ეს უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა პესკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×