რეზონანსი
03.04.2026

უსამშობლო მოღალატეები წლების განმავლობაში ფულს იღებდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აფასებს, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.

„ხომ ხედავთ, ვისგან ისმის კრიტიკა - უსამშობლო მოღალეტეებისგან და აგენტურისგან, ადამიანებისგან, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგებიან ჩვენს საპატრიარქოს. ამაში ჩართულები იყვნენ წლების განმავლობაში, ფულს იღებდნენ, გარედან ფინანსდებოდნენ, რომ საპატრიარქოს, პატრიარქის, ეკლესიის დისკრედიტაცია მოეხდინათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი გამოუვიდათ. ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, გრძნობს და აფასებს. კარგად ვიცით, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას და სარწმუნოებას სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×