რეზონანსი
03.04.2026

თბილისში რუსეთის ორი მოქალაქის გატაცების საქმეზე შვიდი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ვარკეთილში მდებარე ბინაში მოტყუებით შევიდნენ, დაზარალებულებს თავი გაზის კომპანიის თანამშრომლებად გააცნეს, რის შემდეგაც დანებით შეიარაღებულებმა მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ და 30 000 დოლარი მოსთხოვეს.

რადგან მოთხოვნა არ შესრულდა, თავდამსხმელებმა დაზარალებულები ხელ-ფეხ შეკრული, თავზე ტომარა ჩამოცმულები თბილისიდან მარნეულში გადაიყვანეს და ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მძევლად ამყოფებდნენ.

სასამართლომ დაკავებულ შვიდივე პირს პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 18 წლისაა და არცერთი ბრალდებულს დანაშაული არ უღიარებია.

საქმეში ნივთმტკიცებად ამოღებულია კომპიუტერი, რომლის საშუალებითაც, გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებისთვის თანხის გადარიცხვა განხორციელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×