
საქართველო საკუთარი ისტორიისა და არსებობის განმავლობაში უშველებელი პრობლემების წინაშე იყო, თუმცა ერთობა შეინარჩუნა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოების კულტურითა და ინტელექტით სახელმწიფო მადლიერი უნდა იყოს ეკლესიის, რომელმაც შეძლო და მყარი საფუძველი შეუქმნა ქვეყანას ქარცეცხლისა და პრობლემების პირობებში.
„ამ საფუძველს თუ შეარყევ, რასაკვირველია, სახელმწიფოც შეირყევა. ამათი მიზანია, იქნებ მათი ოცნება ახდეს და ხელისუფლებაში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს. ეკლესიაზე შეტევა არ არის ახალი და სამწუხარო ვითარების გამო, როცა პატრიარქი იმქვეყნად წავიდა, მოსალოდნელი იყო, რომ თავდასხმა გაორმაგდებოდა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს ეკლესიისა და საზოგადოების მიმართ გააფთრებულია ისტერიული შეტევა. უნდა გავუძლოთ, ამისთვის ინტელექტი გვყოფნის“, – განაცხადა ვოლსკიმ.