რეზონანსი
09.04.2026

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებსა და იქ მყოფ მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ცოტა ხნის წინ ადგილზე უცნობი პირი მივიდა და აქციის მონაწილეებს მიმართა: „ნაცებო, ნაცებო“.

აღნიშნულმა ფაქტმა, ისინი გააღიზიანა, რის გამოც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. სიტუაციის განმუხტვა ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა სცადეს. მათ ერთი მოქალაქე პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ადგილიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დაკავებული შაკო ბაღდოშვილია.

„შემოვარდნენ, არაფრის გამო. თან პირჯვარს იწერდნენ. თან ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როდესაც გამოვეკიდეთ, რომ სახეზე მაინც დაგვეფიქსირებინა, პოლიციისთვის გვეცნობებინა, მეორე ადამიანი ზურგიდან მოეპარა ჩვენს თანამებრძოლს და იმანაც დაარტყა. სამართალდამცავებმა ხელი მოკიდეს, წაიყვანეს ჩვენი თანამებრძოლი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ წუთებში, 9 აპრილის მემორიალთან სამართალდამცავები მივიდნენ და მემორიალის გარშემო განლაგდნენ.

ინტერპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×