რეზონანსი
09.04.2026

საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს ეხმაურება.

„9 აპრილს პატივს მივაგებთ ქართველი ხალხის სიმამაცესა და სიმტკიცეს თავისუფლებისა და ეროვნული ღირსების დაცვის გზაზე.

თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა ის ფუნდამენტური ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს ორ ერსა და ისტორიებს აერთიანებს.

ისრაელის საელჩო საქართველოში პატივის მიაგებს მათ ხსოვნას, ვინც 1989 წლის 9 აპრილს გმირულად იდგა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მათი თავგანწირვა განაგრძობს შთაგონებას და არასოდეს იქნება დავიწყებული", - წერს საელჩო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×