
სტურუასეული "ვეფხისტყაოსნის" პრემიერა რუსთაველის ეროვნულ თეატრში 6 აპრილს შედგა და მას შემდეგ კრიტიკა არ წყდება. სოციალურ ქსელში გაიხსენეს რობერტ სტურუას 2003 წლის ინტერვიუც და სავარაუდოდ, ისიც, რომ ასეთი დამოკიდებულებით მოსალოდნელი იყო სპექტაკლი ვერ შემდგარიყო.
გაზეთი "24 საათი", 15 თებერვალი, 2003 წელი:
"საერთოდ, ჩემი აზრით, „ვეფხისტყაოსანი“ ძალიან სუსტი ნაწარმოებია. იქ სულ არის ოციოდე კარგი სტროფი. დანარჩენი კი არის... სისულელე... რუსთაველი საერთოდ არ იყო პოეტი, ის იყო ფილოსოფოსი...
ბავშვობაში მამაჩემი მიკითხავდა ,,ვეფხისტყაოსანს". ბევრს ვერაფერს ვხვდებოდი, მაგრამ სიუჟეტი ვიცოდი. რუსულ სკოლაში ვსწავლობდი და ამდენად, დაკომპლექსებული გახლდით. როცა მოგვიანებით, ქართულად წავიკითხე, მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდა.
მეჩვენება, რომ ესაა ირონიული ნაწარმოები ქართულ ზნე-ჩვეულებებზე, რადგანაც ავტორი პირდაპირ ვერ წერს ქართველების სიმდაბლეზე, რომანტიზმით უკეთებს კონტრასტს ჩვენს ცხოვრებას...
მოვიგონე პერსონაჟი, კაცი, რომელიც ვერ იტანს ამ წიგნს, მაგრამ ნაწარმოებს დგამს იმისათვის, რომ აუხსნას ქართველებს ეს იდიოტიზმი", - აღნიშნავდა რობერტ სტურუა 23 წლის წინანდელ ინტერვიუში.
წყარო: კვირის პალიტრა