რეზონანსი
09.04.2026

დღესაც, საფრთხეშია საქართველოს ის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, რისთვისაც 37 წლის ადამიანებმა ქვეყანას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს - დღესაც ამ უძვირფასესი და წმინდა ღირებულებებისთვის იბრძვიან ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე დგანან, პროტესტს არ წყვეტენ და არ ეპუებიან იმას, რომ რუსეთმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისევ წაგვართვას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის წინ, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა.

ბოკუჩავას შეფასებით, „დღეს ქვეყანას ჰყავს ფსევდო ხელისუფლება, რომელიც ვერ იცავს ღირებულებებს, რასაც ადამიანებმა 1989 წლის 9 აპრილს სიცოცხლე შესწირეს“.

„უფრო მეტიც, დღეს საპყრობილეებში არიან გამომწყვდეული ადამიანები, რომლებიც ამ მთავარი ღირებულებების დასაცავად იბრძვიან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×