რეზონანსი
09.04.2026

ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიდერების დონეზე წამოაყენებს უნგრეთსა და რუსეთს შორის შესაძლო კოორდინაციის საკითხს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა.

პინიოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა, რომელიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პეტერ სიიარტოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვს შორის გაჟონილ სატელეფონო საუბარს უკავშირდებოდა, რომელშიც ჩანს, რომ უნგრეთი კოორდინაციას ახდენდა რუსეთთან უკრაინის ევროპული ინტეგრაციისადმი ძალისხმევების დასაბლოკად.

“გვაქვს რეაგირება. ჟურნალისტურ გამოძიებაში ეს დამატებითი სავარაუდო მხილებები, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, ააშკარავებენ წევრი ქვეყნის [უნგრეთის] რუსეთთან კოორდინაციის საგანგაშო შესაძლებლობას. რაც, შესაბამისად, ნიშნავს ევროკავშირისა და მისი ყველა მოქალაქის უსაფრთხოებისა და ინტერესების წინააღმდეგ აქტიურად მუშაობას. შესაბამისად, ეს უკიდურესად შემაშფოთებელია.

და წევრი ქვეყნის მთავრობის ვალდებულებაა, რომელზეცაა საუბარი, რომ სასწრაფოდ ახსნას თავისი ქვემედებები. და პრეზიდენტი [ურსულა ფონ დერ ლაიენი] ასევე წამოაყენებს ამ საკითხს ლიდერების დონეზე”, - განაცხადა პინიომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×