რეზონანსი
09.04.2026

ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან საკუთარი თავის აქტუალიზაციის მცდელობაა.

„ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში სალომე ზურაბიშვილი უკვე გადაშლილი ფურცელია. ეს ადამიანი სამწუხარო მოვლენაა, რადგან „ნაცმოძრაობის“ ჩვეულებრივი წარმომადგენელი გახდა. მისი მხრიდან მცდელობას ვხედავთ, რომ საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს. არ შეიძლება, მისი ეს მცდელობები ყურადღების ღირსი იყოს. რადიკალურ ოპოზიციას მცდელობები კრახისთვის არის განწირული, რადგან მათ საზოგადოებაში ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×