
"NATO არ იქცევა ისე, თითქოს საფრთხეს უგულებელყოფს" - ამის შესახებ, NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, მოკავშირეები სწრაფად მოქმედებენ, რათა თავიანთი შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო ბიუჯეტები უზრუნველყონ.
"როდესაც დადგა დრო, რომ შეერთებულ შტატებს ირანში საჭირო ლოგისტიკური და სხვა მხარდაჭერა მიეღო, ზოგიერთი მოკავშირე, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი ნელა მოქმედებდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ისინი გარკვეულწილად გაოცებულებიც იყვნენ, ვინაიდან თავდაპირველი დარტყმების შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა მოკავშირეები წინასწარ არ გააფრთხილა. მაგრამ რასაც დღეს ევროპაში ვხედავ, არის ის, რომ მოკავშირეები უზარმაზარ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ," - აღნიშნავს მარკ რუტე.
ამასთან, NATO-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მოკავშირეები ყველაფერს აკეთებენ, რასაც მათ შეერთებული შტატები სთხოვს:
"თითქმის გამონაკლისის გარეშე, მოკავშირეები აკეთებენ ყველაფერს, რასაც შეერთებული შტატები სთხოვს. მათ მოისმინეს და რეაგირებენ პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნებზე".
მარკ რუტემ თავის სიტყვით გამოსვლაში დიდ ბრიტანეთი შეაქო - "ქვეყნების კოალიციის ხელმძღვანელობისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი გადაადგილება, ეს აზროვნების ცვლილების დასტურია," -აღნიშნავს რუტე.