რეზონანსი
14.04.2026

სისხლიანი ანგარიშსწორება საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - მოკლულია 57 წლის კაცი. შინაგან საქმეთა სამინისტრო წერს, რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1953 წელს დაბადებული დ.შ. დააკავეს.

საქმის მასალების მიხედვით, 73 წლის კაცმა მეზობელს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა  და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად გ.კ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული დ.შ. მომხდარიდან მალევე,  ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული“, - წერს შსს. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×