რეზონანსი
16.04.2026

მსოფლიო მნიშვნელობის ობსერვატორიის თავზე, რამდენიმე ფრენის მარშრუტი რომ დაკორექტირდა, ეს ყოფილა თურმე დანაშაული, - წერს გიორგი გამსახურდია, რომელიც ეხმიანება “რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “აბასთუმნის თავზე ცის ჩაკეტვა ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნა იყო.”

გამსახურდიას თქმით, ივანიშვილის მიერ აშენებულ და სახელმწიფოსთვის ნაჩუქარ ყველა ობიექტზე, ოპონენტებს მსგავსი რიტორიკა ჰქონდათ.

“ეს რიტორიკა ჰქონდათ დენდროლოგიური პარკის მშენებლობაზე, უფრო ადრე სამებაზე და თითქმის ყველა ობიექტზე რაც ბიძინამ ააშენა და სახელმწიფოს აჩუქა.აი ამ გარეწრებს, რომლებიც ბიძინას აშენებულს თავისად იწერდნენ და მერე ყიდდნენ კიდევაც.

მახსოვს აბასთუმანი, ერთი მიგდებული გასაყიდად გამზადებული დასახლებული პუნქტი იყო ნაცების დროს, ახლა კიდევ, ვისაც თვალები აქვს, ავიდეს და ნახოს, დედამიწაზე სამოთხე დახვდებათ....” - წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×