რეზონანსი
17.04.2026

ჯგუფ „ვე­ძებ“-ის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნებს ბოლო დღე­ე­ბია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი აქ­ტი­უ­რად ადევ­ნებს თვალს. ამ­ჯე­რად, და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი კვიპ­რო­სე­ლი პა­ნა­გი­ო­ტი­სის ის­ტო­რია გახ­და - საქ­მე, რომ­ლის ბედ­ნი­ერ და­სას­რულ­საც 5-წლი­ა­ნი რთუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, ათო­ბით დნმ ტეს­ტი და ემიგ­რან­ტე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო ერ­თო­ბა უძღო­და წინ. თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ნა­პოვ­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხის სი­ხა­რულს თან ახ­ლავს უმა­დუ­რო­ბა, პი­რა­დი მუ­ქა­რე­ბი და ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბი.

"და­ახ­ლო­ე­ბით ხუთი წლის წინ ჩვენს ჯგუფს და­უ­კავ­შირ­და ბიჭი, რო­მე­ლიც არის გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­დან კვიპ­როს­ზე და ეძებ­და ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახს. ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მარ­ტო მე პი­რა­დად, ჩემი ხარ­ჯე­ბით, ამ ადა­მი­ანს ვა­ჩუ­ქე ექ­ვსი გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი. თითო გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტის ფასი რო­დე­საც არის 250 დო­ლა­რი, თქვენ ალ­ბათ ხვდე­ბით, რა თან­ხებ­ზეა ლა­პა­რა­კი. ამე­რი­კი­დან ჩვე­ნი ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სა­ლო­მე კოლ­მა და ელომ, ათო­ბით ტეს­ტი შეს­წი­რეს მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხის მო­ძი­ე­ბას. ემიგ­რა­ცია ისე და­უდ­გა გვერ­დში ამ ადა­მი­ანს და ისე და­ეხ­მა­რა, რომ მე ასე­თი ერ­თი­ა­ნო­ბა, რა ვიცი, ბო­ლოს რო­დის ვნა­ხე, არ ვიცი. ტეს­ტე­ბის გარ­და, ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ ფი­ნან­სუ­რად ამ ადა­მი­ანს, იმი­ტომ, რომ მას სჭირ­დე­ბო­და თან­ხა იმის­თვის, რომ ვი­ღაც წა­სუ­ლი­ყო სა­მეგ­რე­ლო­ში მისი სა­ნა­თე­სა­ვოს გა­სა­ტეს­ტად.

გან­სა­კუთ­რე­ბით ბევ­რი პრობ­ლე­მა შეგ­ვექ­მნა ზა­ფხულ­ში, იმი­ტომ, რომ ამ ბიჭს ჰქონ­და კონ­კრე­ტუ­ლი მო­თხოვ­ნა ჩემ­თან - მევ­ლო რე­გი­ო­ნებ­ში და მე გა­მე­ტეს­ტა მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ვუხ­სნი­დი, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს შენ­თვის, ვინ ივ­ლის, ეს ხარ­ჯი ხომ ჩემი გა­ღე­ბუ­ლია?

გარ­და ამი­სა, არა­ერთ გა­და­ცე­მა­ში, პოდ­კას­ტში, არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში დავ­დი­ო­დი, ვყვე­ბო­დი ყველ­გან მის ის­ტო­რი­ებს. BBC-საც, ABC-საც, Forbes-საც სულ ვთხოვ­დი, რომ მისი ის­ტო­რი­ე­ბი გა­ე­შუ­ქე­ბი­ნათ.

მას მერე, რაც ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვა­ხერ­ხე, რე­გი­ო­ნებ­ში სი­ა­რუ­ლი და მისი ბი­ო­ლო­გი­უ­რი სა­ნა­თე­სა­ვოს მო­ძებ­ნა, ამ ადა­მი­ან­მა გა­მოგ­ვი­ცხა­და ყვე­ლას - ჯგუ­ფის წევ­რებ­საც, აი, ამ გო­გო­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ამე­რი­კი­დან ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ - რომ ჩვენ მის­თვის არა­ფე­რი არ გაგ­ვი­კე­თე­ბია, რად­გან რე­გი­ო­ნებ­ში არ ვი­ა­რეთ. ავუხ­სე­ნი, რომ სამი შვი­ლის დედა, ამ­დე­ნი საქ­მით და­კა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ვერ წა­ვი­დო­დი რე­გი­ო­ნებ­ში. აგ­ვის­ტო­ში ხდე­ბა ეს ამ­ბა­ვი, რა­საც მოჰ­ყვა მა­მა­მი­სის მხრი­დან მუ­ქა­რა, რომ მე ჩა­რევ­და მა­ფი­ო­ზებს და მე გა­მაქ­რობ­დნენ. მა­ში­ნაც გავ­ჩერ­დი, ხმა არ ამო­მი­ღია, იმი­ტომ, რომ ჯერ ერთი, ვი­ცო­დი, რომ ვე­რა­ვინ ვერ ჩა­რევ­და და მე­ო­რეც - ძა­ლი­ან მშვი­დად მოგ­ვარ­დე­ბო­და ეს ყო­ვე­ლი­ვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად, რა თქმა უნდა, სტრუქ­ტუ­რე­ბის ჩა­რე­ვით და არა მა­ფი­ო­ზე­ბის.

მა­ფი­ო­ზე­ბის ხსე­ნე­ბა და მუ­ქა­რა მისი ამ­ყვა­ნი ოჯა­ხის მხრი­დან იმან გა­მო­იწ­ვია, რომ რო­დე­საც მან (პა­ნა­გი­ო­ტის­მა) უმა­დუ­რო­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა და მი­თხრა: „შენ ჩემ­თვის არა­ფე­რი გა­გი­კე­თე­ბია, ვი­ზის სა­კი­თხში რას აკე­თე­ბო“, თავი ვე­ღარ შე­ვი­კა­ვე. ისე ვი­ჩხუ­ბე, რომ მარ­თა­ლია, ერთი უზ­რდე­ლუ­რი სი­ტყვაც არ მით­ქვამს, მაგ­რამ ბოლო ხმა­ზე ვყვი­რო­დი - რო­გორ მი­ბე­დავ­და ასეთ რა­მეს ამ­დე­ნი დახ­მა­რე­ბის შემ­დეგ-თქო. ამა­ზე მა­მა­მის­მა და­მიყ­ვი­რა: „შენ ვის უბე­დავ ხმის აწე­ვას, სა­ერ­თოდ გა­გაქ­რო­ბო“. სწო­რედ ამ მუ­ქა­რის გამო დავბლო­კეთ ეს ბიჭი ჯგუ­ფი­დან.

არ ვიცი, მაია (ჩვე­ნი ყო­ფი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი - მაია ცქვი­ტა­ია) ეუბ­ნე­ბო­და თუ არა მას, რომ ტეს­ტებს ჩვე­ნი ხარ­ჯე­ბით ვუ­კე­თებ­დით, რად­გან ბიჭი ახლა ამ­ბობს, არა­ფე­რი ვი­ცო­დიო. ამა­სო­ბა­ში კი გა­ირ­კვა, რომ მაია ჩემი სა­ხე­ლით ჯგუ­ფის წევ­რებს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხის მო­ძი­ე­ბა­ში 5 000 ლარს სთხოვ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თხელ დავ­დე პოს­ტი თუ ლა­ი­ვი და ყვე­ლას ვაფრ­თხი­ლებ­დი - ჩვენ უსას­ყიდ­ლოდ ვმუ­შა­ობთ და არა­ვის და­უ­ჯე­როთ-თქო, თურ­მე მაია მა­ინც ატყუ­ებ­და ხალ­ხს. ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ ელოს და ბევრ სხვა­საც სთხოვ­და ამ თან­ხას. სწო­რედ ამ თაღ­ლი­თო­ბის გამო გა­ვუშ­ვით ის ჯგუ­ფი­დან.

ახლა მა­ი­ამ და პა­ნა­გი­ო­ტის­მა სა­კუ­თა­რი ჯგუ­ფი შექ­მნეს და დღე და ღამე მლან­ძღა­ვენ. ვერ ვხვდე­ბი, რით და­ვიმ­სა­ხუ­რე ეს შე­უ­რა­ცხყო­ფა, როცა 24-ვე ტეს­ტი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ამ ბიჭ­მა ოჯახს მი­აგ­ნო, ჩვე­ნი და ემიგ­რან­ტი გო­გო­ე­ბის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლია.

მას შემ­დეგ, რაც სა­ჯა­როდ დავ­წე­რე, რომ ამ საქ­მე­ში ჩვე­ნი წვლი­ლი დი­დია, მუ­ქა­რე­ბი ისევ გა­ნახ­ლდა. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ უნდა გავ­ჩუმ­დე, რად­გან მათ ახალ ჯგუფს, რო­მე­ლიც ახლა უკვე ფულ­ზე მუ­შა­ობს, ხელს ვუშ­ლი".

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×