
გერმანია მზად არის, საერთაშორისო მისიის ფარგლებში, ჰორმუზის სრუტეში გამნაღმველი გემები გაგზავნოს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საკითხს დღეს პარიზში განიხილავენ, სადაც გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებს შეხვდება.
გერმანული მხარის შეთავაზების თანახმად, გამნაღმველი გემები ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ ნაოსნობას უზრუნველყოფენ, ჩაატარებენ რა დაზვერვას. მაგრამ ეს ყველაფერი საერთაშორისო მისიის ფარგლებში და რიგი მკაცრი პირობების გათვალისწინებით მოხდება.
მანამდე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა, საზღვაო გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილი შეიტანოს.